საინფორმაციო კამპანია მაშინ დავიწყეთ, რაც ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა- თამარ გაბუნია
ჩვენ საინფორმაციო კამპანია რეალურად დავიწყეთ მაშინ, რაც ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როცა ვაქცინა შემოვიდა, ვაქცინაციის პირველი ჯგუფი იყო მედპერსონალი, რომელსაც აქვს ვაქცინაციის პროცესის კარგი და ღრმა ცოდნა. მათ უკვე იცოდნენ რა ვაქცინას შესთავაზებდა პროგრამა. როცა ვსაუბრობთ ასაკოვანი ჯგუფების ჩართვასა და ვაქცინაციაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია იყოს აქტიური“, - აღნიშნა გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google