ქვეყანაში ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი. „იცით, რომ ის ევროპაში ვრცელდება და აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ალბათ ჩვენთანაც რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ვაქცინები, რაც დღეისთვის ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

| Print |
FaceBook Twitter Google