საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა დღეს ჩამოვა
საქართველო „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინის დოზებს ელოდება. ჯანდაცვის სექტორის განცხადებით, ინექციის 29 200 დოზა დღეს, გვიან ღამით ჩამოვა.
ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა დაწესებულ რეკომენდაციებს არ დაიცავს და ვაქცინაციის შეუფერხებელ პროცესში არ ჩაერთვება, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია დადასტურდება.

ვაქცინებს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია – 43 200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს UNICEF-ი ეხმარება.

| Print |
FaceBook Twitter Google