შემდეგი ვაქცინა ჩინური იქნება -ეკატერინე ტიკარაძე
შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჩინური იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩინური ვაქცინით ვაპირებდი აცრას, რადგან აქაც კითხვები არსებობს. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩინური ვაქცინის შემოტანას. ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ ვაქცინა უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებული. ეს ვაქცინა ამ ეტაპზე აღიარებულია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ჩინური ვაქცინა საქართველოში მალე ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს კი ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google