კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა+13 გრადუსამდე გათბება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /