კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 027-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 278-მდე. დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google