საქართველოში 302 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 230 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 302 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი, 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google