ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google