კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც მცირე ნალექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. +12 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google