Pfizer-ით აცრის მსურველთა რაოდენობა 6080-ს აჭარბებს
ოფიციალური მონაცემებით, Pfizer-ით აცრის მსურველთა რაოდენობა 6080-ს აჭარბებს, რაც შეეხება Astrazeneca-ს მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, პორტალზე 5 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და ინექციის ეფექტიანი გამოყენებით ჯანდაცვის სისტემა მესამე ტალღას თავს დააღწევს და მკაცრი შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში აღარ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google