ფაიზერს ახასიათებს გართულებები ადამიანებში, რომლებიც ფილერს ხშირად იყენებენ- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, იმ ადამიანებში, რომლებიც ე.წ ფილერებს ხშირად იყენებენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება მკურნალობა დასჭირდეთ.

“ფაიზერის CDC-ის გაიდლაინში და შემდეგ კითხვარში დაემატა ერთი კითხვა. "ფაიზერს" ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს. ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მერე მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაქცინა / ფილერი /