გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა.

ის 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მწერლის მამა, პეტრე დოჩანაშვილი ექიმი, ხოლო დედა, გულნარა ემხვარი – დიასახლისი იყო. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია დედის მხრიდან, მერი(ფაცა) კორძაია და პაპა, სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) იყვნენ.

1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს, გურამ დოჩანაშვილი არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანს“ შეუერთდა.

მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო მრავალ ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google