ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 80 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 203 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 26, იმერეთში - 64, ქვემო ქართლში - 27, შიდა ქართლი - 22, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 18, კახეთში - 9, მცხეთა-მთიანეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში. მძიმე პაციენტია 304 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პაციენტი. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google