ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.
„კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება. ამის საფუძველი და ფუფუნება არ გვაქვს. პანდემია კვლავ არის საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი გამკაცრებების ღონისძიებები მიმდინარეობს, მაშინ როცა, საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები.“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google