სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება- ეკატეინე ტიკარაძე
მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სკოლების შესახებ ჯერ არ უმსჯელია, თუმცა სასწავლო დაწესებულებების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„სკოლებთან დაკავშირებით ჯერ საბჭოს არ უმსჯელია. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეულ შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა საჭირო გახდეს ყველაზე ბოლო ეტაპზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /