როდის დაიწყებს გურჯაანში ფუნქციონირებას ცხოველთა თავშესაფარი
უახლოეს მომავალში კახეთში ინტერმუნიციპალური ააიპი შეიქმნება, რის შემდეგაც გურჯაანში აშენებული ცხოველთა თავშესაფარი ფუნქციონირებას დაიწყებს.

გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, საკითხს მომავალ კვირას საკრებულო განიხილავს.
„კახეთის რვავევ მუნიციპალიტეტი მუშაობს ინტერმუნიციპალური ააიპის შექმნაზე. მიმდინარეობს მუშაობა დებულებებზე, წინადადებებზე. ჩვენ საკრებულოზე გავიტანთ უკვე საკითხს მომავალ კვირაში და ამ აიპის შექმნის შემდეგ უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას თავშესაფარი. თავშესაფარი თავისთავში მოიცავს ცხოველების გასუფთავებას, აცრებს, კასტრაციებს და იგივე ლოკაციაზე დაბრუნებას საიდანაც აიყვანეს. დაბრუნების შემთხვევაში გარანტირებული ვიქნებით, რომ ცხოველები იქნებიან უსაფრთხო.“

მისივე თქმით, ცხოველთა თაშესაფარი აღჭურვილია ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვოილერებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით.

| Print |
FaceBook Twitter Google