კორონავირუსის კიდევ 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 219 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.77%.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 804-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google