რა არის სავალდებულო მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19 ვაქცინის პირველი დოზით აცრილი პირებისთვის, რეკომენდაციებს ავრცელებს.
„მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ მნიშვნელოვანია: ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში; დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია; თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს; მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები და სიმტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google