საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 4 460 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 460 პირი აიცრა.

კორონავირუსის 14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 1,62%-ია, 7 დღიანი კი 1,77%. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია "ასტრაზენეკა" 13 მარტს შემოვიდა, სულ 43 200 დოზა. მეორე ეტაპზე ქვეყანამ 25 მარტს "ფაიზერის" 29 250 დოზა მიიღო. "ფაიზერით" აცრის სურვილი ერთ დღეში 9000-მდე პირმა გამოთქვა, შედარებით ნაკლებია მოთხოვნა "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google