კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უმეტესად მზინი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. +10 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google