ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში ერთი პირი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანაქანა საგზაო სამუშაოზე დასაქმებულ მუშას დაეჯახა.
ავტომანქანაში მსხდომი პირები და ქვეითი, ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანეს. მუშა გარდაიცვალა. ორი პირი კი, საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google