საქართველოში 327 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 84 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 21, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 327 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, მათ შორის, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google