კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს
კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

დანიელსონი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რესპუბლიკურ პარტიას შეხვდება.
28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google