კოღოთოში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი და მძღოლი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები ხუთმა მგზავრმა, მიიღო. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბული სიჩქარე გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ახმეტა /