საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს.
1982 წელს დაბადებული ო.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google