ნაფარეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სოფელ ნაფარეულში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი პირველად მეუღლემ ნახა და პოლიციას მიმართა.
ადგილობრივების ვარაუდით, ის წაიქცა და თავი დაარტყა, თუმცა გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google