ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 68 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 330 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: : აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google