ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა თანდათან იზრდება- ამირან გამყრელიძე
თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი - ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ნიშნები და ტენდენცია სიტუაციის გაუარესებისა. 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა ბოლოს თებერვლის პირველ კვირაში გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე, ქვეყანაში იზრდება აქტიურ შემთხვევათა რიცხვი“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 673 ადამიანს დაუდასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google