გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 მარტს დასავლეთ
საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.
1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის
საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22
გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
მასალის გამოყენების პირობები