სკოლებში მერხებისა და სკამების შესაძენად წელს 2-მილიონზე მეტი დაიხარჯება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოცხადებული კონსოლიდირებული
ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისთვის სასკოლო მერხებსა და სკამებს
შეიძენენ.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 ცალი სასკოლო მერხი და 1 ცალი
სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია ერთ მოსწავლეზე. სასკოლო მერხი და
სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება
2′ 064′ 000.00 ლარია.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, შესყიდვის მიწოდება ეტაპობრივად,
2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი კი 1-ელ
მაისამდეა განსაზღვრული, რომლის ფარგლებში 18 095 ერთეული სასკოლო
მერხისა და სკამის შეძენა მოხდება.
შესყიდული სასკოლო მერხები და სკამები რეგიონების მიხედვით
შემდეგნაირად გადანაწილდება: შიდა ქართლი – 2109; სამცხე-ჯავახეთი –
1699; გურია -1456; სამეგრელო-ზემო-სვანეთი -1748; ქვემო ქართლი
-4164; კახეთი – 2134; რაჭა-ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი – 500;
მცხეთა-მთიანეთი- 245; იმერეთი -1740; თბილისი – 7980.
მასალის გამოყენების პირობები