სკოლებში მერხებისა და სკამების შესაძენად წელს 2-მილიონზე მეტი დაიხარჯება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისთვის სასკოლო მერხებსა და სკამებს შეიძენენ.

კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 ცალი სასკოლო მერხი და 1 ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია ერთ მოსწავლეზე. სასკოლო მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2′ 064′ 000.00 ლარია.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, შესყიდვის მიწოდება ეტაპობრივად, 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი კი 1-ელ მაისამდეა განსაზღვრული, რომლის ფარგლებში 18 095 ერთეული სასკოლო მერხისა და სკამის შეძენა მოხდება.

შესყიდული სასკოლო მერხები და სკამები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: შიდა ქართლი – 2109; სამცხე-ჯავახეთი – 1699; გურია -1456; სამეგრელო-ზემო-სვანეთი -1748; ქვემო ქართლი -4164; კახეთი – 2134; რაჭა-ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი – 500; მცხეთა-მთიანეთი- 245; იმერეთი -1740; თბილისი – 7980.

| Print |
FaceBook Twitter Google