კორონავირუსის კიდევ 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 616 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 281 761 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 273 167, გარდაიცვალა 3 778 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით.

| Print |
FaceBook Twitter Google