საქართველოში 331 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 319 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 331 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი,. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google