ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობენ იმაზე თუ, როდიდან მიეცემა აცრის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს.
განიხილება, რომ ასაკი დაიწევს და რეგისტრაციას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ასევე განიხილება სათადარიგო სიების შექმნაც, იმისთვის, რომ დოზების დანაკარგი არ იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვინმე არ მივიდა ასაცრელად, აღნიშნული სათადარიგო სიიდან სხვა აიცრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google