მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია.

„ჩინურ ვაქცინას აქვს მკაცრი მარეგულირებლის - უნგრეთის აკრედიტაცია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. რაც შეეხება ჯანმოს აკრედიტაციას, ჩინური ვაქცინა ელოდება ამ გადაწყვეტილებას. გვაქვს კომუნიკაცია ჯანმოსთან, მივიღებთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოვიქცეთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსახლეობა მიიღებს დამატებით ინფორმაციას, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ის ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და ესეც არის გასათვალისწინებელი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google