„ფაიზერისგან“ საქართველო 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერისგან“ საქართველო 1 მილიონ დოზას მიიღებს.
ვაქცინის მოწოდებასა და ფორმაზე ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია "ფაიზერთან" მიმართებაში საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით დასტურს მათგან, თუ როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე“,-განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google