პოლიციამ რუსეთის 32 მოქალაქე კარანტინის დარღვევისთვის დააჯარიმა
შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში მყოფი რუსეთის 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევიათ. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები ვახშმობდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ჯარიმა /