კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 264 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 33, იმერეთში - 65, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 45, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც: 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში. მძიმე პაციენტია 325 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google