კახეთში ვიშეგრადის გრანტი ოთხი ქვეყნის მხარდაჭერით განხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ თითქმის ერთი თვეა, რაც "ვიშეგრადის" გრანტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით მიიღო, რომელიც 4 ქვეყნის - სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის ერთობლივად შექმნილი ჯგუფის ფინანსურ მხარდაჭერას წარმოადგენს.

მერიის ეკონომიკის სამსახურის, საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების მართვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ნინი ნინოშვილი თქმით, პროექტის მიზანია რეგიონული ბრენდირების პლატფორმის შექმნა კახეთში, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.
„ეს არის გრანტი, რომელიც მოიგო სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, ჩვენთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. მივაწოდეთ ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და ჩავატარეთ კვლევები. მათ შეისწავლეს და გამოიყენეს ჩვენი ინფორმაცია, რომ მოეთხოვათ გრანტი ზუსტად იმ თემებზე, რაც მოსახლეობას სჭირდება. ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემური საკითხია მარკეტინგი და ახალი ბაზრების მოძიება.
გრანტი არის ოთხი ქვეყნის: ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი. პროექტის ფარგლებში ჩამოვლენ ექსპეერტები, რომლებიც ჩვენს მეწარმეებს ჩაუტარებენ ტრენინგებს და მიაწვდიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას. ამის შესახებ, მეწარმეებთან უკვე ჩავატარეთ გაცნობითი შეხვედრა და გავავრცელეთ ინფორმაცია. შემდეგი ეტაპებია, მონაცემთა ბაზის დამუშავება კახეთის მასშტაბით, შეიქმნება კატალოგები და რუქები, რომლებიც მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის. პროექტი ხორციელდება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში. ხანგრძლივობა ერთი წელია და ღირებულება 30 000 ევროს შედგენს. “

მისივე თქმით, პროგრამას ახორციელებს ხუთი ორგანიზაცია: ქართული მხრიდან: სლოვაკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. ასევე RDA Senec – Pezinok - რეგიონული განვითარების სააგენტო, (სლოვაკეთი, პროექტის ლიდერი) , Raba- Duna -Vag EGTC – ტერიტორიული თანამშრომლობის ევროპული დაჯგუფება, სლოვაკეთ-უნგრეთის თანამშრომლობის ჯგუფი უნგრეთი (პროექტის პარტნიორი) , ARB- რეგიონული ბრენდების ასოციაცია, ჩეხეთი (პროექტის პარტნიორი).

| Print |
FaceBook Twitter Google