„ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნა განახლდა
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, 18:00 საათიდან "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ.

სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების "ფაიზერით" ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:
თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

| Print |
FaceBook Twitter Google