კახეთში დღეს იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერრის ტემპერატურა+18 გრადუსამდე გათბება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.სიღნაღშიც წვიმს, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი8 / წვიმა /