კომენდანტის საათი ჯერ-ჯერობით არ გადაიწევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე დროის გადაწევის საკითხს რეკომენდაციას ვერ გაუწევენ, რადგან ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაა.

„კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, რადგან ეპიდვითარებას გაუარესების ტენდენცია აქვს. კომენდანტის საათის შემთხვევაში მთავარი მიზანია მობილობის შემცირება, რაც არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების. ვსაუბრობდით, რომ ჩვენ მარტის შუა რიცხვებში არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებდით, მაშინ საათის გადაწევა განიხილებოდა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google