აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, რომ სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად- ამირან გამყრელიძე
ყველას გთხოვთ, აპრილის თვე გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თუ გაუარესდა, შესაძლოა, წინასააღდგომოდ სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების დაწესება გახდეს საჭირო.
„დაახლოებით ისეთი ეპიდსიტუაცია თუ იქნება, როგორიც დღეს ქვეყანაშია (რა თქმა უნდა, დღეში 400, 500, 600 შემთხვევა კარგი არ არის, მაგრამ ვითარება მართვადია) და სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში არ გადავიდა, ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ შემთხვევები, მაშინ წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ კლასტერები, რაც დღეს გვაქვს, თუ გამრავლდა და კორონავირუსის შემთხვევების საყოველთაო შიდა გავრცელება იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია, განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდეგ პერიოდში. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google