საქართველო 100 ათას ჩინურ ვაქცინას ყიდულობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით შაბათს 200 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა შემოვა.
მათგან 100 000 დოზა „სინოფარმი“ საქართველომ იყიდა, ამდენივე დოზა „სინოვაკს“ კი საჩუქრად მიიღებს.

„ჩინეთს დღეს აქვს 5 ვაქცინა წარმოებაში, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში ანუ გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები, ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100 000-100 000 დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია უკვე, დაახლოებით, 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის, რასაც ჯანმო განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთი არის უნგრეთის მარეგულირებელი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის და ამ ორ ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანმოს ავტორიზაციაზე“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“( იგივე Vaxzevria) ვაქცინის 43 200 დოზა 15 მარტს , ხოლო "ფაიზერის" ვაქცინის 29 250 დოზა 25 მარტს შემოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google