ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება.

მისივე თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს.
„ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი შემთხვევების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google