ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
დღეს ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი, მისი ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.

| Print |
FaceBook Twitter Google