კალაურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა ყელის არეში, თოფით ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google