საქართველოში 337 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 331 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 51, იმერეთი - 56, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 337 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google