გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
პირველი იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს,
ჯამში, ამოღებულია 8 და დალუქულია 23 ერთეული მასობრივი განადგურების
საშუალება.
დალუქულია 2000 მ სიგრძის სახლართი ბადეც უკანონო თევზჭერის ყველაზე
მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლების მიერ გამოვლენილია 9 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში
დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი, ქვემო ქართლში - 4,
სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 4, კახეთში - 1, აჭარისა და გურიის
რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზეც - 1.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური
სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 7
ფაქტი. რაც შეეხება დედაქალაქს, 2021 წლის 1 იანვრიდან მარტის
ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა.
თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის
უწყებებში. უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ, დაახლოებით, 22 კგ
შეადგინა. უკანონო
მასალის გამოყენების პირობები