დაწესდება თუ არა სააღდგომო შეზღუდვები
მნიშვნელოვანად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა. აღდგომამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებით“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google